" მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა " - ქვეპროგრამაში ჩართივს მიზნით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე 551979009

სიახლეების არქივი

შუახევის ((ჭალის) ტკბილი წიწაკა სარეალიზაციო ბაზარზე

2014-09-03

შუახევის  მუნიციპალიტეტის  სოფლებიდან დაიწყო ტკბილი  წიწაკის  (ე.წ. ბულგარული  წიწაკის) მიწოდება სარეალიზაციო  ბაზარზე.  მიუხედავად  წლევანდელი  უამინდობისა  (გვალვების, შემდგომში ძლიერი წვიმის, სეტყვისა  და თანხლები ქარის  მიერ მიყენებული ზიანისა)  შუახეველმა  ფერმერებმა  უკვე  დაიწყეს  თავიანთი  მოსავლის  რეალიზაცია. მოწეული  მოსავლის...

მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები სტუმრად ქედაში

2014-08-29

საქართველოს  სოფლის  მეურნეობის მინისტრი  ოთარ დანელია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე  ქედის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. მათ ქედაში ღვინის ქარხნის მშენებლობა მოინახულეს.  საწარმო მიმდინარე წლის სეზონზე გაიხსნება და სრული დატვირთვის შემთხვევაში 1500 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს....

შეხვედრა ფერმერებთან კურორტ ,,ბეშუმში“

2014-08-19

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტები კურორტ ,,ბეშუმში“  ფერმერებს შეხვდნენ და მათ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამები გააცნეს. სპეციალისტებმა ფერმერებს ,,ბეშუმში“ მოქმედი აგროსერვის ცენტრის ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისისა და ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისების შესახებაც...

ახალი ღვინის ქარხანა ქედაში

2014-08-12

 ქედაში რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა აგროსერვის ცენტრის ქედის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის   თანამშრომლებმა მოინახულეს. ღვინის საწარმოს მფლობელია კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, რომელმაც  ქედის ღვინის ქარხნის ძველი ტერიტორია შეისყიდა. მშენებლობა უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. საწარმო...

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ღირსეული სიბერე“ სტუმრად აგროსერვის ცენტრში

2014-08-07

დღეს აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას  ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ სტუმრობდა. ორგანიზაციის წევრებმა აგროსერვის ცენტრში  უკვე მსხმოიარობაში შესული  ერთწლიანი ვაზისა და ხეხილის ელიტარული და ტრადიციული ჯიშები მოინახულეს. მათ ხილის საშრობი მინი საწარმოს, სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებასა და  ასევე სერვისით...

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2014-08-05

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა   საქართველოს სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სამეცნიერო–კვლევით ცენტრთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კვლევითი ცენტრის მეცნიერ–თანამშრომლები აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის ნერგებს შეისწავლიან. გამოკვლევებისას მოხდება ხეხილოვანი კულტურების ახალი პერსპექტიული ჯიშების კომპლექსური...

აგროტური აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში

2014-08-01

ქედის შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს საინფორმაციო საკონსულტაციო განყოფილების წარმომადგენლებბა 70 ფერმერთან ერთად  აგროსერვის ცენტრის გვარა–ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა  მოინახულა. მათ ადგილზე დაათვალიერეს უკვე მსხმოიარობაში შესული 1 წლის ვაზისა და ხეხილის ელიტარული და ტრადიციული ჯიშები. გარდა ამისა, ფერმერები აგროსერვის ცენტრის ხილის...

პრესსტური აგროსერვის ცენტრში

2014-07-31

31 ივლისს, აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა პრესტურის ფარგლებში მედიის, პრესსამსახურების, გაეროს, ქობულეთის გამგეობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს.  მათ ადგილზე დაათვალიერეს უკვე მსხმოიარობაში შესული 1 წლის ვაზისა და ხეხილის ელიტარული და ტრადიციული ჯიშები და მონაწილეობა მიიღეს საადრეო...

ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ტყუპი ხბოები დაიბადა

2014-07-30

აგროსერვის ცენტრის ვეტერინარებმა, სოფელ ყოროლისთავში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ტყუპი ხბოები მოინახულეს. მათ ხბოების მდგომარეობა შეამოწმეს და მეპატრონეს ხბოების  მოვლისათვის საჭირო ინფორმაცია გააცნეს. აგროსერვის ცენტრში ფურის ხელოვნურად განაყოფიერების სერვისი 2012 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა და მისი მთავარი...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტების შეხვედრა მოიალაღეებთან

2014-07-28

შუახევის საინფორმაცაიო–საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტები მთესლავ ტექნიკოსთა ჯგუფთან ერთად მთა ჩირუხში მოიალაღეებს შეხვდნენ და მათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლებისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი გააცნეს. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით აგროსერვის ცენტრმა განაყოფიერების სერვისი მთაშიც აამოქმედა...

სპეციალისტებმა სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები მოინახულეს

2014-07-28

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა გამგეობაში მოსახლეობის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე ძლიერი წვიმითა და სეტყვით დაზარალებული სოფლები სხეფი და ჯაბნიძეები მოინახულეს. სეტყვამ განსაკუთრებით ერთწლიანი კულტურები დააზარალა (კიტრი, პამიდორი, ლობიო), რაც შეეხება სიმინდს დაზიანება მხოლოდ 20 %–ია. აგროსერვის ცენტრის სპეციალისტთა...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ფერმერებს ხვდებიან

2014-07-25

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები, სოფელ ბოძაურში ფერმერებს შეხვდნენ და მათ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამები გააცნეს. სპეციალისტებმა ფერმერებს აგროსერვის ცენტრის ფურის ხელოვნური განაყოფიერებისა და ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისების შესახებაც ესაუბრნენ. ორივე სერვისით სარგებლობა...

აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში აგროტური მოეწყო

2014-07-24

დღეს, აგროსერვის ცენტრის გვარა–ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა აგროტურის ფარგლებში 30–მდე ფერმერმა მოინახულა. მათ ადგილზე დაათვალიერეს უკვე მსხმოიარობაში შესული 1 წლის ვაზისა და ხეხილის ელიტარული და ტრადიციული ჯიშები. გარდა ამისა, ფერმერები აგროსერვის ცენტრის ხილის საშრობი მინი საწარმოსა და სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებას, ასევე სერვისით...

აგროსერვის ცენტრს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები სტუმრობდნენ

2014-07-23

დღეს, აგროსერვის ცენტრის გვარა–ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა და ფერმერთა მომსახურების ცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ მინისტრებთან ერთად მოინახულა. სტუმრებმა ვაზის საადრეო ჯიშის პირველი მოსავალი ინახულეს და ორგანიზაციაში ახლად ამოქმედებულ სერვისებსაც გაეცნენ.   აგროსერვის ცენტრში ხილის შრობისა და გაყინვის...

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აგროსერვის ცენტრში

2014-07-22

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან ერთად აგროსერვის ცენტრის გვარა–ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა და უკვე მსხმოიარობაში შესული ყურძნის საადრეო ჯიშები მოინახულა. გარდა ამისა, ნოზაძემ ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრი და ორგანიზაციის მიერ გაწეულ სამუშაოები დაათვალიერა....

აგროსერვის ცენტრი ფერმერებს ახალ სერვის სთავაზობს

2014-07-21

აგროსერვის ცენტრის გვარას ფერმერთა მომსახურების ცენტრში ხილის შოკური გაყინვის სერვისი ამოქმედდა. პირველად ამით კომპანია Vanrik–მა ისარგებლა. მან აგროსერვის ცენტრის სწრაფგამყინ მაცივარდანადგარში 6 ტონამდე მოცვის საექსპორტო პარტია გაყინა. დაბალ და ზედაბალ ტემპერატურაზე სწრაფად გაყინვის ტექნოლოგია თანამედროვე აგრომრეწველობაში და არა მარტო იქ...

ქედაში ფურის ხელონური განაყოფიერების შედეგების მონიტორინგი დაიწყო

2014-07-18

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების თანამშრომლებმა მთესლავ ტექნიკოსებთან ერთად ფურის ხელოვნური განაყოფიერების შედეგების მოტორინგი დაიწყეს.  ისინი სოფელ დანდალოსა და ცხმორისში იმყოფებოდნენ. ფერმერთა განცხადებით, ფურების განაყოფიერების შედეგები დადებითია და ისინი ჯერსის ჯიშის ხბოებს ელოდებიან. სპეციალისტებმა განაყოფიერების შედეგად უკვე დაბადებული...

კონსულტანტები მცენარეთა დაავადებებს იკვლევენ

2014-07-16

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა სოფელ თხილნარში სიმინდის ნათესები გამოიკვლიეს და მასში მეორე თაობის ფარვანას მატლები აღმოაჩინეს.  სპეციალისტებმა ფერმერებს გამოკვლევის შედეგები გააცნეს და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე გაუწიეს კონსულტაცია. მათ ასევე ისაუბრეს ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევის ჩატარების,...

ქობულეთში სიმინდის ხვატარი დაფიქსირდა

2014-07-14

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის ტერიტორიაზე, მდინარე დეხვას გასწვრივ არსებულ სასიმინდე ფართობებში სიმინდის ხვატარი დაფიქსირდა. მავნებლის გავრცელების კერა ქობულეთის საინფორმაციო–საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა მოინახულეს. ამჟამად, მავნებლის გავრცელების არეალი შეზღუდულია, თუმცა პრევენციული ღონისძიებების დროულად ჩაუტარებლობა გაზრდის სიმინდის...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ფერმერის ბარათის მფლობელს კონსულტაციები გაუწიეს

2014-07-09

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა სოფელ ჭარნალში აგროსერვის ცენტრის ფერმერის ბარათის მფლობელ ზურაბ კახიძის მეურნეობა მოინახულეს. სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ ფერმერის მიერ ჩატარებულ სამეურნეო  საქმიანობას და გაწეული რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას. ფერმერ კახიძეს ციტრუსოვანთა ნარგავების წამლობა აგროსერვის...

« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 »