1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შეხვედრა აგრომომსახურების ბარათის მფლობელ ფერმერებთან

 ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტები სოფელ ზესოფელში აგრომომსახურების ბარათის მფლობელ ფერმერებს შეხვდნენ.  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ ფერმერთა მიერ ჩატარებულ სამეურნეო  საქმიანობას და გაწეული რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას. სპეციალისტების მიერ დათვალიერებული იქნა მეურნეობებში არსებული ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მდგომარეობა და ფერმერებს გაეწიათ სათანადო რეკომენდაციები შემდგომი სამუშაოების სწორად წარმართვისათვის.

 ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს მიერ წარმოებულ ფერმერთა მეურნეობების  რეგისტრაციის ჟურნალში, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ქედის განყოფილების მიერ, დღევანდელი მდგომარეობით აღწერილია, რეგისტრირებულია და აგრომომსახურების ბარათი გახსნილია ქედის მუნიციპალიტეტის 50-მდე ფერმერზე. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა გაითვალისწინოს სპეციალისტების რჩევები და გახადოს საკუთარი ფერმერული მეურნეობა შემოსავლიან წყაროდ.