1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროტური აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში

ქედის შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს საინფორმაციო საკონსულტაციო განყოფილების წარმომადგენლებბა 70 ფერმერთან ერთად  აგროსერვის ცენტრის გვარა–ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა  მოინახულა. მათ ადგილზე დაათვალიერეს უკვე მსხმოიარობაში შესული 1 წლის ვაზისა და ხეხილის ელიტარული და ტრადიციული ჯიშები. გარდა ამისა, ფერმერები აგროსერვის ცენტრის ხილის საშრობი მინი საწარმოსა და სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებას, ასევე სერვისით სარგებლობის პირობებსა და უპირატესობებს გაეცნენ. აგროტურის მიზანი ფერმერებისთვის აგროსერვის ცენტრის იმ სიახლეებისა და სერვისების გაცნობაა, რომელთა გამოყენებაც მათ მეურნეობის განვითარებაში დაეხმარებათ. გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგეში, რომელიც ფერმერებმა დაათვალიერეს 7000 ათას ძირამდე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშებია განთავსებული. ორი წლის შემდეგ ორგანიზაცია არსებული ჯიშების გამრავლებასა და  ფერმერებისთვის თვითღირებულების ფასად მიწოდებას გეგმავს.