მეფრინველეობა

მეფრინველეობის დარგის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მსოფლიოში ხორცის წარმოების 30 %-ია. ყველაზე ეკონომიური და ეფექტური მეთოდია ქათმის მოშენება, წიწილის გამოჩეკვა ადგილობრივი ფერმების მიერ წარმოებული კვერცხით, თუ ჯიშის გაუმჯობესება აქვს გამიზნული, მაშინ შეძენილი კვერცხით ის რამდენჯერმე უფრო იაფია და წიწილას მიღება შესაძლებელია ნებისმიერ პერიოდში, როცა მას ეს დასჭირდება ამისათვის საჭიროა მინი ინკუბატორების შეძენა 100 - 500 ფრთამდე ან რა მოცულობისაც სჭირდება. ეს ხელს შეუწყობს მიიღოს ავადმყოფობისაგან დაცული და სასურველი ჯიშის ფრინველი, რაც მთავარია იაფად.

დღეის მდგომარეობით მეხორცეული ჯიშის (ბროილერის) მოშენებაა. ბროილერის მოშენებისათვის ას არის საჭირო ფრინველის კვება სპეციალური საკვებით. მისის კვება შეიძლება პრემიქსებით და დაღერღილი სიმინდით, ხოლო მეკვერცხული ჯიში ფრინველის მოსაშენებლად საჭიროა საკვების დაბალანსება, მინერალურ და ვიტამინიზირებულ საკვებით.გამოჩეკვიდან 3 - 5 დღე უნდა ვკვებოთ მოხარშული კვერცით ან ახალი უცხიმო ხაჭოთი, რომელსაც უნდა შევურიოთ სიმინდის ან ხორბლის წვრილად დაფქვილი ღერღილი 1 - 3 ან 1 - 5 შეფარდებით. 5 დღის შემდეგ შეიძლება მივცეთ სიმინდის, ხორბლის და ქერის ღერღილის ნარევი. აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცესვიტამინებით და ცილებით დაბალანსებას. აუცილებელია ადრეულ ასაკში მივაჩვიოთ მწვანე მასას 30 - 40 %-მდე, წყალი ეძლევათ ნებაზე.

ქათმის კვების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კალციუმით დაბალანსებას, რადგან ერთი ცალი კვერცხის ნაჭუჭის შესაქმნელად ქათამი ხარჯავს 2 გრამ კალციუმს და 0,1 გრამ ფოსფორს. ყოველ 100 გრამ საკვების მიღების დროს ქათამი იყენებს 200-300 გრ. წყალს.

აუცილებელია ყურადღების მიქცევა ვეტერინალური პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებას ვეტერინარი სპეციალისტების მითითებით შემუშავებული გრაფიკით.

სრული ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ აგროსერვისცენტრის კონსულტანტებს:

 

მალვინა კილაძე - 599 89 89 60

 

სამაგალითო  ულუფა კვერცხმდებელი ჯიშის წიწილისათვის დღე-ღამის განმავლობაში

კვერცხმდებელი ქათმის სადღეღამისო საორიენტაციო ულუფა

ფრინველის დაავადებები