ხელოვნური განაყოფიერება
აგროსერვის ცენტრის მეცხოველეობის განყოფილება, მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით ფერმერებს ფურის ხელოვნურ განაყოფიერებას სთავაზობს. ამისთვის ორგანიზაციაში ვიყენებთ ადგილობრივი პირუტყვის შესაბამის უცხოური, ჯიშიანი პირუტყვის ბიომასალას (სპერმას), ისეთებს როგორიცაა შვიცის მერძეული, ჯერსის მერძეულ-მეხორცეული და აბერდინ-ანგუსური მეხორცული ჯიშის პირუტყვი. ხელოვნური განაყოფიერება ხელს უწყობს პირუტყვის პროდუქტიულობის გაზრდას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ცხოველთა დაცვას დაავადებებისგან, რადგან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებულ საქონელს გააჩნია ძლიერი იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ და ადვილად უმკლავდება მათ.
დღეისათვის მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყანა სარძეო ფურების ხელოვნურად გასანაყოფიერებლად მხოლოდ გაუმჯობესებული კურო-მწარმოებლები გამოიყენება. ასეთმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა შედარებით მოკლე დროში გაზრდილიყო პირუტყვის პროდუქტიულობა.
აგროსერვის ცენტრში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასანაყოფიერებლად იყენებენ ჯერსისა და შვიცის ჯიშის კუროს ბიომასალას (სპერმას).
ჯერსის ჯიში გამოყვანილია კუნძულ ჯერსიზე (ბრიტანეთი). სარძეო ჯიშებს შორის ჯერსის ჯიშის ძროხა ერთ-ერთი ყველაზე პატარა ტანიანია, ფურების ცოცხალი მასა 450-500 კგ, კუროების 750-850 კგ, ახალშობილი ხბოების 20-25 კგ. ცხოველები ხასიათდებიან მალმწიფადობით. ე.ი. პირუტყვი პირველ ხბოს იგებს 21-23 თვის ასაკში. რძე გამოირჩევა ცხიმისა (5,5- 5,8) და ცილის (3,6- 3,9 მაღალი შემცველობით. ფური საშუალოდ 4000-5000 კგ რძეს იძლევა.
შვიცის ჯიში გამოყვანილია შვეიცარიაში და ის მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია მოშენებული. ზრდასრული ფურების საშუალო მასა შეადგენს 500-600 კგ-ს, კურო-მწარმოებლის - 800-1000 კგ-ს, ხოლო ახალშობილი ხბოსი 30-35 კგ-ს. შვეიცარიაში ფურების საშუალო მონაწველი 4000-5000 კგ რძეა, 3,8 ცხიმის შემცველობით.
აგროსერვის ცენტრს აქვს ხელოვნური განაყოფიერების სადგურები აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის ამოქმედებიდან ანუ 2012 წლის აპრილიდან დღემდე ხელოვნური განაყოფიერების შედეგად რეგიონს 2895-მდე ხბო შეემატა.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების (ქ. ბათუმში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში) ღირებულებაა 30 ლარი, ხოლო ( ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში) ღირებულებაა 10 ლარი.
საქონლის ხელოვნური განაყოფიერების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ მისამართებზე:
ქ. ბათუმი
577 43 03 20 - ზებურ აბუსერიძე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
599 29 35 82 - უჩა უმეთაძე
ქედის მუნიციპალიტეტი
599 29 35 91 - ელგუჯა ანთაძე
შუახევის მუნიციპალიტეტი
595 08 44 75 - თამაზ აბუსერიძე
ხულოს მუნიციპალიტეტი
დაბა ხულო
595 08 42 90 - რეზო ბოლქვაძე
დიდაჭარა-ღორჯომი
599 29 35 97 - ჯუმბერ მგელაძე
სხალთა-ხიხაძირი
599 54 66 91 - ცეზარ იაკობაძე