1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერმერული მეურნეობის მონახულება

 ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტები აგრძელებენ აგრომომსახურების ბარათის მფლობელი ფერმერების მეურნეობების მონახულებას. სპეციალისტებმა ამჯერად ფერმერ როსტომ ფაღავასა და ასლან ქიქავას მეურნეობა მოინახულეს. მათ სპეციალისტთა რეკომენდაციის შესაბამისად ჩაატარეს  ბოსტნეული კულტურების ( პომიდორი, კიტრი, წიწაკა) წამლობითი ღონისძიებები და უკვე მოსავალიც აიღეს. სპეციალისტების მიერ  ციტრუსოვანი  ნერგების ვიზუალური დათვალიერების შედეგად კი ,  ნარგავებზე აღმოჩენილი იქნა მავნებელ დაავადებათა ცალკეული კერები, რის გამოც სპეციალისტთა რეკომენდაციით, ფერმერებმა პროფილაქტიკის მიზნით 10 ოქტომბრამდე  უნდა მოახდინონ მინერალური ზეთის ემულსიით, ინსექტიციდითა და ფუნგოციდის კომბინირებული ნარევით ციტრუსთა წამლობა.