" მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა " - ქვეპროგრამაში ჩართივს მიზნით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე 551979009

სიახლეების არქივი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია ქობულეთში

2014-01-31

აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა საინფორმაციო სერვის ცენტრში სოფლის მეურნეობის  სამინისტროს 2014 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის  კონსულტანტებმა პროგრამები ფერმერებსა და გამგებლებს გააცნეს. სულ წარმოდგენილი იყო 2 პროგრამა და 6 ქვეპროგრამა. აქედან ერთი   მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა...

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის გასვლა ჭარნალში

2014-01-29

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ჭარნალის თემში ფერმერ რაბიე მიქელაძის მეცხოველეობის ფერმა და იქ მცხოვრები მეფუტკრეები მოინახულეს. სპეციალისტები ფერმაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და მეპატრონეს მდგომარეობის გასაუმჯობელებლად რეკომენდაციები მიაწოდეს. ფერმაში 45 სული ველისწითელი ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი...

ბობოყვათელ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაუმჯობესების მიზნით კონსულტაციები გაეწიათ

2014-01-29

29 იანვარს, აგროსერვის ცენტრის კონსულტანტ-მკვლევართა ჯგუფი, რომლებიც ორგანიზაციაში გაეროს პროგრამის ფარგლებში მუშაობენ, სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებს შეხვდნენ. კონსულტანტებმა ფერმერებს ციტრუსოვანთა ბაღების მოვლა-პატრონობის გაუმჯობესებაზე, საადრეო და საშუალო მწიფებადი მანდარინის ჯიშებით ბაღების განახლებაზე და მაღალი მჟავიანობის ნიადაგების გასანეიტრალებლად...

ქედის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივი პროგრამები გააცნეს

2014-01-27

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები სოფელ დანდალოს რწმუნებულებსა და ფერმერებს შეხვდნენ. კონსულტანტებმა მოსახლეობას მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივი პროგრამები გააცნეს. მოსახლეობა განსაკუთრებით ამ პროგრამის ფარგლებში მოტობლოკების,...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა მეცხოველეობის ფერმა მოინახულეს

2014-01-23

ხელვაჩაურის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის  სპეციალისტები შპს ,,ლუკა 2012’’-ის  მეცხოველეობის   ფერმაში იმყოფებოდნენ.  მათ ფერმაში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და ფერმის მეპატრონეებს პირუტყვის მოვლისა და კვების შესახებ რეკომენდაციები მიაწოდეს. სულ ფერმაში 21 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ, თუმცა მათი უმრავლესობა ადგილზე არსებული...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა პირუტყვის საკვების მონიტორინგი განახორციელეს

2014-01-20

აგროსერვის ცენტრის ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უხეში საკვების შემოზიდვა - რეალიზაციის მონიტორინგი განახორციელეს. როგორც სპეციალისტებმა გაარკვიეს, აჭარაში თივა ძირითადათ ასპინძისა და კახეთის რაიონებიდან შემოაქვთ. ის ძირითადათ ბუნებრივი ბალახებისაა, თუმცა არის ნათესი კულტურების- შვრიისა...

აგროსერვის ცენტრში 2013 წელი შეაჯამეს

2014-01-17

აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების ცენტრში ორგანიზაციის 2013 წლის სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მემცენარეობის, მეცხოველეობის, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსებმა და გაეროს პროექტის მენეჯერმა აგროსერვის ცენტრში გასული წლის საქმიანოებები შეაჯამეს. პრეზენტაციას აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ENPARD Ajara პროექტის...

სასოფლო–სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

2014-01-13

მოსახლეობის ინფორმირება სასოფლო–სამეურნეო ბარათების მიღების წესის შესახებ დაიწყო. აგროსერვის ცენტრის ბათუმის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ბარათების მისაღებად სპეციალური სიების შევსების წესი გონიო–კვარიათის უბანში მცხოვრებ ფერმერებს გააცნეს და თავადაც მიიღეს მონაწილეობა სიების შედგენის პროცესში. გარდა ამისა, აგროსერვის...

აგროსერვის ცენტრის ახლად გახსნილი ფერმერთა მომსახურების ცენტრი მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა

2014-01-09

ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ახლად გახსნილი ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოინახულეს. ისინი აგროსერვის ცენტრში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. გარდა ამისა, მათ მონაწილეობა მიიღეს აგროსერვის ცენტრში...

აგროსერვის ცენტრი საშობაო მსვლელობას შეუერთდა

2014-01-07

აგროსერვის ცენტრის თანამშრომლები  აჭარის მთავრობის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში მიმდინარე საშობაო მსვლელობას შეუერთდნენ. ალილოს მონაწილეებს აგროსერვის ცენტრის დირექტორმა საშობაო საჩუქრები გადასცა და   ბედნიერი შობა- ახალი წელი უსურვა. 

აგროსერვის ცენტრმა ფერმერები დაასაჩუქრა

2013-12-31

აგროსერვის ცენტრის დირექტორმა ფერმერებს საჩუქრად რძის სახდელი სეფერატორები და რძის საწველი აპარატები გადასცა. ორგანიზაციამ 20-მდე ფერმერი, რომელთა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 7 სულს აღემატება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეარჩია.  პროექტი „ENPARD Ajara- სოფლის  მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” დაფინანსებით ხორციელდება. ამავე...

აგროსერვის ცენტრის სპეციალისტები ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

2013-12-23

აგროსერვის ცენტრისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროს თანამშრომლები სამდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სპეციალისტები სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ სიახლეებს გაეცნენ. მათ ერევანსა და მის შემოგარენში არსებული ხილის შემგროვებელ-დამხარისხებელი ცენტრები, მოდერნიზებული მეცხოველეობის ფერმები და ყველის მწარმოებელი...

ციტრუსის მიმღები საწარმოები აგრძელებენ ციტრუსის ნაყოფის ექპორტს

2013-12-20

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აგრძელებენ ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება-რეალიზაციის მონიტორინგს ციტრუსის გადამამუშავებელ და შემფუთავ საწარმოებში. ამჯერად, სპეციალისტებმა სოფელ განთიადისა და მახინჯაურის საწარმოები მოინახულეს. შპს „გლობალის“ საწარმოს ხელმძღვანელის ბატონ არჩილ კეკელიძის განმარტებით, ქარხანაში სეზონის...

ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნერგების მდგომარეობის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

2013-12-18

აგროსერვის ცენტრის  ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნერგების მდგომარეობა სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერ-თანამშრომლებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა. კომისია, რომელის შემადგენლობაშიც არიან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები შოთა ლამპარაძე, ზურაბ მიქელაძე, რეზო ჯაბნიძე, ავთანდილ მესხიძე და აგროსერვის ცენტრის აგრონომები, ჩაქვის...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ციტრუსის მიღება-ჩაბარების პროცესს აკვირდებიან

2013-12-16

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები ციტრუსის დამზადება-რეალიზაციის პროცესს აკვირდებიან.  მათ ხელვაჩაურის რაიონში არსებული მიმღებ-შემფუთავი საწარმოები მოინახულეს. როგორც გაირკვა სეზონის დაწყებიდან საწარმოების მიერ მიღებული და რეალიზებულია 2 000 ტონაზე მეტი ციტრუსოვანთა ნაყოფი. დამზადება-რეალიზაციის ტემპი საგრძნობლად ხელისუფლების...

ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ოფისი გაიხსნა

2013-12-06

ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ოფისი გაიხსნა.  გახნის ცერემონიას ევროკავშირისა და გაეროს  წარმოამდგენლები საქართველოში, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.  აგროსერვის ცენტრის დირექტორმა სტუმრებს ოფისში მდებარე ხილის გადამამუშავებელი მინი საამქრო და ფერმერთათვის...

ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

2013-11-26

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებს  ტრენინგ-სემინარი ჩაუტარდათ თემაზე „შრომითი ურთიერთობების გარკვევა, შრომის პროცესში გენდერული თანასწორობის დაცვა, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ქალთა მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების გზები“. ტრენინგზე საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებებიც განიხილეს, რომელმაც ფერმერების მოწონება დაიმსახურა....

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან

2013-11-21

ქედის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები სოფელ პირველ მაისში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ. კოოპერატივის მნიშვნელობა, მისი ფუნქციონირება და მიზანი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივ პროგრამები  -  ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომლის შესახებაც სპეციალისტებმა ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა, კონსულტანტებმა...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ფერმერებს ხვდებიან

2013-11-18

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები სოფელ ძმაგულას მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შესრულების მდგომარეობა და 2014 წლისთვის დაგეგმილი პროგრამები განიხილეს. სპეციალისტებმა ყურადღება ცოცხალი გამწევი ძალის გუთნებისა და სკების მნიშვნელობაზე გაამახვილეს....

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები კაკლის ნერგების განაწილების პროცესში ერთვებიან

2013-11-13

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში კაკლის ნერგების განაწილების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ფერმერებმა კაკლის ნერგები თანადაფინანსების პრინციპით შეიძინეს (60 % სახელმწიფო დაფინანსება, 40 % ფერმერი). პროგრამის ფარგლებში სულ 550 ძირი ,,ჩანდლერი“-ს ჯიშის კაკლის ნამყენი ნერგი გაიცა....

« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 »