1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია სოფელ ვაიოში

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, “აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორი გოჩა ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და ქედის საინფიორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად  სოფელ ვაიოს მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ფერმერებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის  შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე, აჭარის სოფლის მეურენობის  სამინისტროს 2014 წლის პროგრამების პრეზენტაციაც გაიმართა. პროგრამა 6 ქვეპროგრამას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, ფერმერები თანადაფინანსების პრინციპით შეიძენენ მრავალფუნქციურ მოტობლოკებს, სასათბურე კონსტრუქციებსა და მრავალწლიან ხეხილოვან კულტურებს, რომელთა საერთო ღირებულების 30%-ს ფერმერი გადაიხდის, ხოლო ფუტკრის თანამედროვე ტიპის სკების, თაფლის საწური მოწყობილობების შეძენა ფერმერებს საერთო ღირებულების 40%-იანი თანაგადახდით შეეძლებათ.

აგროსერვის ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაციას აჭარის რაიონის ყველა მუნიციპალიტეტსა და თემში მართავს.