1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა პირუტყვის საკვების მონიტორინგი განახორციელეს

აგროსერვის ცენტრის ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უხეში საკვების შემოზიდვა - რეალიზაციის მონიტორინგი განახორციელეს. როგორც სპეციალისტებმა გაარკვიეს, აჭარაში თივა ძირითადათ ასპინძისა და კახეთის რაიონებიდან შემოაქვთ. ის ძირითადათ ბუნებრივი ბალახებისაა, თუმცა არის ნათესი კულტურების- შვრიისა და იონჯის თივაც. შემოაქვთ ნამჯაც ე. წ. დაწნეხილი ,,ტუკების“ სახით. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები მიიჩნევენ, რომ შემოტანილი პირუტყვის საკვების სარეალიზაციო ფასები საკმაოდ მაღალია, რაზეც უკმაყოფილებას ფერმერებიც გამოხატავენ. თივის სარეალიზაციო ფასი 8 ლარს, ნამჯის 6,5 ლარს, იონჯისა კი 9 ლარს შეადგენს. სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მონიტორინგს აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები მომავალსიც გააგრძელებენ.