1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა მეცხოველეობის ფერმა მოინახულეს

ხელვაჩაურის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის  სპეციალისტები შპს ,,ლუკა 2012’’-ის  მეცხოველეობის   ფერმაში იმყოფებოდნენ.  მათ ფერმაში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და ფერმის მეპატრონეებს პირუტყვის მოვლისა და კვების შესახებ რეკომენდაციები მიაწოდეს. სულ ფერმაში 21 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ, თუმცა მათი უმრავლესობა ადგილზე არსებული არახელსაყრელი პირობების გამო კახაბრის ტერიტორიაზე ჰყავთ გადაყვანილი, სადაც პირუტყვის მინდორზე  გაყვანა და ძოვებაა შესაძლებელი.

ფერმაში წარმოებული რძის ძირითად ნაწილს საწარმოში აბარებენ, ნაწილს კი ადგილზევე უკეთებენ რეალიზაციას. ფერმის მეპატრონეები გაფართოებას და მისთვის ტექნიკური აღჭურვილობებისა და მრავალფუნქცური მოტობლოკების შეძენას გეგმავენ. გარდა ამისა, ისინი ფერმის ირგვლივ არსებულ 1,5 ჰექტარ იწის ფართობზე მრავალწლიანი ბალახის დათესვას გეგმავენ, რაც ფერმის გაფართოების შემდეგ მათ პირუტყვის გამოკვებაში დაეხმარება.