1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხულოს საინფორმაციო სამსახურის კონსულტანტები ფერმერებს შეხვდნენ

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამები სოფელ ვაშლოვანის მაცხოვრებლებს გააცნეს. გარდა ამისა, ფერმერებს აგროსერვის ცენტრის მიერ რაიონში დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. უახლოეს მომავალში ხულოს მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა რაიონებში ყველა ფერმერს მიეცემა საშუალება მიწის აგროქიმიური კვლევა სახლში სპეციალისტის გამოძახებით ჩაატაროს და პასუხიც ადგილზევე მიიღოს.  ხულოს რაიონში ასევე ამოქმედდა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სადგური. სპეციალისტებმა ყურადღება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პერსპექტიულობაზეც გაამახვილეს. აგროსერვის  ცენტრის კონსულტანტები ფერმერებთან შეხვედრებს მუდმივად მართავენ.