1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სათბურების მონიტორინგი დაიწყეს

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ქედაში, ფერმერებზე თანადაფინანსების პრინციპით გაცემული სასათბურე კონსტრუქციების გამოყენების მონიტორინგი დაიწყეს. კონსულტანტები სოფელ ქვედა მახუნცეთში მცხოვრებ ზაზა კახიძესთან იმყოფებოდნენ, რომელიც  თავის საკარმიდამო ნაკვეთში მოწყობილ სათბურში ბოსტნეულ კულტურებს აწარმოებს. გარდა ამისა, სპეციალისტებმა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში არსებული სათბურებიც მოინახულეს, სადაც ფერმერები ბოსტნეულ კულტურებს წელიწადის ნებირმიერ დროს აწარმოებენ. გასულ წელს „ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროექტი ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში სულ 14 ცალი სასათბურე კონსტრუქცია გაიცა. პროგრამა წელსაც გრძელდება.