1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბობოყვათელ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაუმჯობესების მიზნით კონსულტაციები გაეწიათ

29 იანვარს, აგროსერვის ცენტრის კონსულტანტ-მკვლევართა ჯგუფი, რომლებიც ორგანიზაციაში გაეროს პროგრამის ფარგლებში მუშაობენ, სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებს შეხვდნენ. კონსულტანტებმა ფერმერებს ციტრუსოვანთა ბაღების მოვლა-პატრონობის გაუმჯობესებაზე, საადრეო და საშუალო მწიფებადი მანდარინის ჯიშებით ბაღების განახლებაზე და მაღალი მჟავიანობის ნიადაგების გასანეიტრალებლად დეფეკაციური ტალახის შეტანის აუცილებლობაზე ესაუბრნენ. გარდა ამისა, სპეციალისტებმა ყურადღება სოფლის მეურნეობის ალტერნატიული დარგების, ისეთების როგორებიცაა კივის, მოცვის, კენკროვნებისა და განსაკუთრებით დაფნის წარმოების მნიშვნელობაზე გაამხვილეს ყურადღება.

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მართავენ შეხვედრებს ფერმერებთან და მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უწევენ რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს.