სიახლეების არქივი

„აგროსერვის ცენტრი“ -ის ხელმძღვანელმა სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა

2013-08-22

„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორმა გოჩა ბერიძემ ბათუმში, კახაბრის უბანში არსებული ბოსტნეული კულტურების სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა. შეხვედრის მიზანი სათბურებში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლაა, რათა მათი გათვალისწინებით მოხდეს ფერმერთა დახმარება „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ის პროექტის ფარგლებში.

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები მევენახეებს შეხვდნენ

2013-08-21

მევენახეთა მხადაჭერის მიზნით ქედის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ცხმორისის  თემის მევენახეებს შეხვდნენ.  სამსახურის სპეციალისტებმა დიდ  ფართობებზე გაშენებული ვენახები მოინახულეს. აღსანიშნავია, რომ  არსებულ ვენახებში აგროტექნიკური ღონისძიებები დროულად იყო ჩატარებული და ვენახის დაავადების ნიშნებიც არ შეიენიშნებოდა, შედეგად...

ხელვაჩაურში არსებულ სანერგეს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აქვს

2013-08-21

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის სანერგე მეურნეობა მოინახულეს. სანერგე 9,4 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული  და მასში დეკორატიული და კულტურული მცენარეების 70-მდე სახეობის ნერგები გამოყავთ. გარდა ამისა, აწარმოებენ ციტრუსის, სუბტროპიკული ხურმის, კაკლის, მსხლის, ვაშლის, ტყემლის და სხვა ხეხილის ნერგებს, თუმცა სანერგეში...

„აგროსერვის ცენტრის“ კონსულტანტები აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ

2013-08-20

„აგროსერვის ცენტრის“ კონსულტანტები, რომლებიც ორგანიზაციაში  UNDP-ის პროექტის ფარგლებში მუშაობენ აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებლებს შეხვდნენ. მათ რწმუნებულებს „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გეგმა გააცნეს. არატრადიციული კულტურები,...

„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორმა გვარა-ხუცუბნის სანერგეს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

2013-08-19

„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორმა გოჩა ბერიძემ გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე უკვე ერთი თვეა ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საკონფერენციო დარბაზი, ხილის საშრობი და გადამამუშავებელი დანადგარები და აგროსერვის ცენტრის სპეციალისტების ოთახები...

„აგროსერვის ცენტრ“-სა და კომპანია „ბეტკო“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2013-08-16

„აგროსერვის ცენტრი“-ს ხელმღვანელი გოჩა ბერიძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე საქმიანი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ ადანაში იმყოფებოდნენ. მათ თურქული კომანიების „ბეტკოსა“ და „ბეტა“-ს სანერგე მეურნეობები, სათბურები და ნერგის ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია მოინახულეს და კომპანიებში მიმდინარე პროექტებსა...

UNDP-ის აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერი კონსულტანტებს შეხვდა

2013-08-12

გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე  „აგროსერვის ცენტრი“-ში UNDP-ის პროექტის ფარგლებში დაქირავებული კონსულტანტებს შეხვდა. კომახიძემ კონსულტანტებისგან ის საკითხები მოისმინა, რომელთა შესახებაც სპეციალისტები ფერმერების კონსულტირებას გეგმავენ. „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის...

„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორისა და UNDP-ის წარმომადგენლების შეხვედრა ფერმერებთან

2013-08-11

„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორი გოჩა ბერიძე და გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე შუახევში ფერმერებს შეხვდნენ.  მათ მოსახლეობას სამთავრობო პროგრამების მიმდინარეობასა და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრნენ. ასევე გამოიკვლიეს ის საჭიროებები...

დაავადება პიროპლაზმოზის შემთხვევები სოფელ ჯოჭოში

2013-08-08

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ქვედა ჯოჭოში მსხვილი რქოსანი პირუტყვი მოინახულეს, რადგან მიღებული ინფორმაციით სოფელში  ადგილი ჰქონდა საქონლის დაცემის ფაქტებს. დაავადების კლინიკური ნიშნების დახასიათებისას სპეციალისტებმა ეჭვი დაავადება პიროპლაზმოზე მიიტანეს. პიროპლაზმოზი...

„აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლებმა მოალაღეებს შუამთობა მიულოცეს

2013-08-08

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მთა ჩირუხში მყოფ მოიალაღეებს შუამთობა მიულოცეს. "აგროსერვის ცენტრი"-ს სპეციალისტებმა ტრადიციულ სადღესასწაულო  ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა და იქ მყოფთ ბედნიერი შუამთობა უსურვეს. 

შუახევში მტაცებლები პირუტყვს აზიანებენ

2013-08-07

დღვანის თემში მგლებმა მსხვილი რქოსანი პირუტყვი დააზიანეს.  როგორ შუახევიდან იტყობინებიან ბოლო დროს გახშირდა მტაცებლებისგან შინაური ცხოველებზე თავდასხმის ფაქტები, როგორც სამთო იალაღებზე,  ისე ბარში არსებულ საძოვრებზე. შუახევის მოსახლეობა შველას მთავრობისგან ითხოვს. 

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა საფუტკრე მეურნეობა მოინახულეს

2013-08-06

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ი/მ თენგიზ მალაყმაძის საფუტკრე მეურნეობა მოინახულეს. ისინი თაფლის წარმოებასა და მისი რეალიზაციის საკითხებს გაეცნენ. თენგიზ მალაყმაძე მეფუტკრეობას 1990 წლიდან ეწევა და დღეისათვის 100-მდე ფუტკრის ოჯახს ფლობს, სადაინაც წელიწადში ტონამდე თაფლს აწარმოებს. გარდა ამისა, გამოყავს დედა ფუტკარი,...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ნიადაგის აგროქიმიური კვლევის პროცესში ერთვებიან

2013-08-02

ნაყოფიერების განსაზღვრის მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიადაგის აგროქიმიურ კვლევებს იწყებს. ნიადაგის ნიმუშებს ბათუმის უბნებში ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის  „ანასეული“ სპეციალისტები  უკვე ერთი კვირაა იღებენ. შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემდგენლობაშიც  აგროსერვის ცენტრის ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის...

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები „ეკო ფერმა“-ს სტუმრობდნენ

2013-08-02

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ედუარდ ფუტკარაძესთან ერთად ბათუმში  არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ფერმა“ ს მეურნეობა მოინახულეს. ორგანიზაციას 2500 მ2 ფართობზე გაშენებული აქვს ბოსტნეული კულტურები როგორც ღია გრუნტზე, ასევე სათბურში.  საქართველოს ფერმერთა ასოციაცია „ეკო-ფერმა“...

შუახევში ბოსტნეული კულტურების განვითარების პერსპექტივებია

2013-08-01

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტში ბოსტნეულის ნარგავები მოინახულეს. როგორც დათვალიერებისას გამოიკვეთა  შუახევის რაიონში, განსაკუთრებით კი დაბალი ზონის თემებში მებოსტნეობის განვითარების კარგი პერსპექტივაა, რაზეც გარდა სხვა ბოსტნეული კულტურებისა ბულგარული წიწაკის წარმოების მაშტაბების ყოველწლიური ზრდა და ახალ...

ხელვაჩაურის საინფომაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ჩაის პლანტაციების შესწავლას იწყებს

2013-07-29

ჩაის პლანტაციების  მდგომარეობის შესწავლისა და აღდგენა-რეაბილიტაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა  მუნიციპალიტეტში არსებული ჩაის პლანტაციები დაათვალიერეს. როგორც ადგილზე გასვლისას გაირკვა რაიონში ჩაის პლანტაციების მთლიანი ფართობი  800 ჰექტარს შეადგენს,  აქედან ...

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები „თურქული“-ს ვაქცინაციის პროცესში ერთვებიან

2013-07-29

შუახევის მუნიციპალიტეტში დასრულების ფაზაშია ინფექციური დაავადების „თურქულის“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა, რომელსაც   საქართველოს მასშტაბით „სურსათის უვნებლობის, ვეტერენარიისა და მცენარეთა დაცვის სააგენტო“ ახორციელებს.     ვაქცინირების პროცესში შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ვეტერინარმა არჩილ შაინიძემაც მიიღო მონაწილეობა....

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები აგრძელებენ ფერმერთა კონსულტირებას

2013-07-26

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები სოფელ ზესოფლის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კონსულტანტებმა აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შესახებ ისაუბრეს და ფერმერებს საშემოდგომოდ ჩხავერის ჯიშის ყურძნის ნერგით მომარაგების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. „აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტებმა...

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აღრიცხვას

2013-07-25

ხელვაჩაურის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახური აქტიურადაა  ჩართული  ცალკეულ თემებში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აღრიცხვის პროცესში.  ისინი ფერმერებს კონსულტაციებს უწევენ, თუ როგორ შეავსონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარიგებული სააღრიცხვო ფორმები და ცხრილები საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მიწის ფართობების, ნარგავებისა...

„აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტები აგრძელებენ ფერმერთა კონსულტირებას

2013-07-24

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები აგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევას. ამჯერად,  მათ სოფელ განთიადში მცხოვრები ნინა სურმანიძის, გულო გორგილაძის, ეთერი დუმბაძისა და გოდერძი ბერიძის საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებული ნარგავები მოინახულეს. აღნიშნულ ოჯახებს საკარმიდამო...

« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 »