1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ფერმერებს ხვდებიან

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები სოფელ ძმაგულას მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შესრულების მდგომარეობა და 2014 წლისთვის დაგეგმილი პროგრამები განიხილეს. სპეციალისტებმა ყურადღება ცოცხალი გამწევი ძალის გუთნებისა და სკების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ფერმერებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალი წლის მიზნობრივ პროგრამებში რძის საწური სეფერატორებიც იქნეს გათვალისწინებული. გარდა ამისა, მათ რაიონში ხეხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს გახსნისა და ხიხაძირის ხეობაში სასაკლაოს მოწყობის  საჭიროებაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს ფერმერებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.