1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის სპეციალისტები ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

აგროსერვის ცენტრისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროს თანამშრომლები სამდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სპეციალისტები სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ სიახლეებს გაეცნენ. მათ ერევანსა და მის შემოგარენში არსებული ხილის შემგროვებელ-დამხარისხებელი ცენტრები, მოდერნიზებული მეცხოველეობის ფერმები და ყველის მწარმოებელი მინი-საწარმოები, ასევე ფერმერთა სასათბურე მეურნეობებით  უზრუნველყოფის ცენტრი და სომხეთში, სოფლის მეურნეობის კუთხით წამყვანი კომპანია „CARD“-ი მოინახულეს. ახალი ტექნოლოგიების გაცნობა „ENPARD Ajara -სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და განხორციელდა.