1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში ციტრუსის მიღებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო

ბათუმის ცენტრალურ ბაზარზე ციტრუსის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები მოიხსნა. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო სპეციალური ადგილები სადაც შესაძლებელია ციტრუსის ჩაბარება. რეალიზატორების განცხადებით, სპეციალური ადგილების გამოყოფის შედეგად ციტრუსის მიმღები პუნქტები საჯარიმო სანქციებისგან განთავისუფლდნენ, რომელსაც მერიის ზედამხედველობის სამსახური და სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებდა.

ტერირიაზე სამიდან ხუთ ტონამდე ავტომობილების დღიური მოსაკრებელი 5 ლარით განისაზღვრა. ციტრუსის მიმღები პუნქტებისთვის სპეციალური ადგილის გამოყოფის შედეგად მოწესრიგდა საავტომობილო მიმოსვლა ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე და შესაბამისი პუნქტები დაექვემდებარნენ სანიტარულ ნორმებს, გაიმართა ციტრუსის მიღების პროცესი, რამაც დააჩქარა ციტრუსის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში.