1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან

ქედის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები სოფელ პირველ მაისში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ. კოოპერატივის მნიშვნელობა, მისი ფუნქციონირება და მიზანი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივ პროგრამები  -  ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომლის შესახებაც სპეციალისტებმა ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა, კონსულტანტებმა მოსახლეობას ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევის შედეგები  გააცნეს და მასში მინერალური და ორგანული სასუქების  შეტანის ვადების, დოზისა და ნორმის დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. მიწის ნაყოფიერების ასამაღლებლად კი სპეციალისტებმა ფერმერებს რეკომენდაციები მიაწოდეს.  

აჭარის რეგიონში ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ქედის მუნიციპალიტეტში სულ ნიადაგის 1000-მდე  სინჯია აღებული. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები აგრძლებენ შეხვედრებს ფერმერებთან.