1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები კაკლის ნერგების განაწილების პროცესში ერთვებიან

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში კაკლის ნერგების განაწილების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ფერმერებმა კაკლის ნერგები თანადაფინანსების პრინციპით შეიძინეს (60 % სახელმწიფო დაფინანსება, 40 % ფერმერი). პროგრამის ფარგლებში სულ 550 ძირი ,,ჩანდლერი“-ს ჯიშის კაკლის ნამყენი ნერგი გაიცა. ნერგების მოსახლეობაზე გაცემა 2014 წლის სამთავრობო პროგრამის ფარგლებშიც არის დაგეგმილი.