1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სიახლეების არქივი

აგროსერვის ცენტრი საშობაო მსვლელობას შეუერთდა

2014-01-07

აგროსერვის ცენტრის თანამშრომლები  აჭარის მთავრობის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში მიმდინარე საშობაო მსვლელობას შეუერთდნენ. ალილოს მონაწილეებს აგროსერვის ცენტრის დირექტორმა საშობაო საჩუქრები გადასცა და   ბედნიერი შობა- ახალი წელი უსურვა. 

აგროსერვის ცენტრმა ფერმერები დაასაჩუქრა

2013-12-31

აგროსერვის ცენტრის დირექტორმა ფერმერებს საჩუქრად რძის სახდელი სეფერატორები და რძის საწველი აპარატები გადასცა. ორგანიზაციამ 20-მდე ფერმერი, რომელთა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 7 სულს აღემატება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეარჩია.  პროექტი „ENPARD Ajara- სოფლის  მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” დაფინანსებით ხორციელდება. ამავე...

აგროსერვის ცენტრის სპეციალისტები ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

2013-12-23

აგროსერვის ცენტრისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროს თანამშრომლები სამდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სპეციალისტები სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ სიახლეებს გაეცნენ. მათ ერევანსა და მის შემოგარენში არსებული ხილის შემგროვებელ-დამხარისხებელი ცენტრები, მოდერნიზებული მეცხოველეობის ფერმები და ყველის მწარმოებელი...

ციტრუსის მიმღები საწარმოები აგრძელებენ ციტრუსის ნაყოფის ექპორტს

2013-12-20

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აგრძელებენ ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება-რეალიზაციის მონიტორინგს ციტრუსის გადამამუშავებელ და შემფუთავ საწარმოებში. ამჯერად, სპეციალისტებმა სოფელ განთიადისა და მახინჯაურის საწარმოები მოინახულეს. შპს „გლობალის“ საწარმოს ხელმძღვანელის ბატონ არჩილ კეკელიძის განმარტებით, ქარხანაში სეზონის...

ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნერგების მდგომარეობის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

2013-12-18

აგროსერვის ცენტრის  ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნერგების მდგომარეობა სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერ-თანამშრომლებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა. კომისია, რომელის შემადგენლობაშიც არიან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები შოთა ლამპარაძე, ზურაბ მიქელაძე, რეზო ჯაბნიძე, ავთანდილ მესხიძე და აგროსერვის ცენტრის აგრონომები, ჩაქვის...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ციტრუსის მიღება-ჩაბარების პროცესს აკვირდებიან

2013-12-16

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები ციტრუსის დამზადება-რეალიზაციის პროცესს აკვირდებიან.  მათ ხელვაჩაურის რაიონში არსებული მიმღებ-შემფუთავი საწარმოები მოინახულეს. როგორც გაირკვა სეზონის დაწყებიდან საწარმოების მიერ მიღებული და რეალიზებულია 2 000 ტონაზე მეტი ციტრუსოვანთა ნაყოფი. დამზადება-რეალიზაციის ტემპი საგრძნობლად ხელისუფლების...

ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ოფისი გაიხსნა

2013-12-06

ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ოფისი გაიხსნა.  გახნის ცერემონიას ევროკავშირისა და გაეროს  წარმოამდგენლები საქართველოში, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.  აგროსერვის ცენტრის დირექტორმა სტუმრებს ოფისში მდებარე ხილის გადამამუშავებელი მინი საამქრო და ფერმერთათვის...

ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

2013-11-26

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებს  ტრენინგ-სემინარი ჩაუტარდათ თემაზე „შრომითი ურთიერთობების გარკვევა, შრომის პროცესში გენდერული თანასწორობის დაცვა, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ქალთა მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების გზები“. ტრენინგზე საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებებიც განიხილეს, რომელმაც ფერმერების მოწონება დაიმსახურა....

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან

2013-11-21

ქედის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები სოფელ პირველ მაისში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ. კოოპერატივის მნიშვნელობა, მისი ფუნქციონირება და მიზანი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივ პროგრამები  -  ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომლის შესახებაც სპეციალისტებმა ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა, კონსულტანტებმა...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ფერმერებს ხვდებიან

2013-11-18

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები სოფელ ძმაგულას მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შესრულების მდგომარეობა და 2014 წლისთვის დაგეგმილი პროგრამები განიხილეს. სპეციალისტებმა ყურადღება ცოცხალი გამწევი ძალის გუთნებისა და სკების მნიშვნელობაზე გაამახვილეს....

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები კაკლის ნერგების განაწილების პროცესში ერთვებიან

2013-11-13

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში კაკლის ნერგების განაწილების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ფერმერებმა კაკლის ნერგები თანადაფინანსების პრინციპით შეიძინეს (60 % სახელმწიფო დაფინანსება, 40 % ფერმერი). პროგრამის ფარგლებში სულ 550 ძირი ,,ჩანდლერი“-ს ჯიშის კაკლის ნამყენი ნერგი გაიცა....

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები შუახევში იმყოფებოდნენ

2013-11-12

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები, რომლებიც ორგანიზაციაში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მუშაობენ ზემლეთსა და ბარათაულში ფერმერებს შეხვდნენ. მოსახლეობასთან საუბრისას მეცნიერ-კონსულტანტმა შოთა ლომინაძემ ყურადღება რეგიონში ნიადაგის მდგომარეობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, აუცილებელია ფერმერებმა ნიადაგი ეროზიისგან დაიცვან და სწორად შეიტანონ...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ციტრუსოვანთა ბაღები მოინახულეს

2013-11-11

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აგრძელებენ ციტრუსოვანთა ბაღების მონიტორინგს. ამჯერად სპეციალისტებმა მახინჯაურში, სოფელ განთიადში მცხოვრები გია ყურშუბაძის, დურმიშხან კომახიძისა და ჯიმშერ ბერიძის საკარმიდამო ნაკვეთები მოინახულეს. ფერმერთა ძირითადი საქმიანობა მეციტრუსეობაა. როგორც დათვალიერებისას გაირკვა ფერმერებს ბაღი...

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აგრძელებენ საწარმოების მონიტორინგს

2013-11-08

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები  ციტრუსოვანთა ნაყოფის გადამამუშავებელი და შემფუთავი საწარმოების  მზადების პროცესს აკვირდებიან. მათ მახოში, თხილნარის ცენტრსა და მეურნეობაში, ასევე  ახალსოფელში, განთიადში, ორთაბათუმში, ახალშენში, ერგესა და შარაბიძეებში მდებარე საწარმოები მოინახულეს. დათვალიერებისას გაირკვა, რომ მახოს,...

ფერმერები კაკლის, მოცვისა და ვაზის ნერგების მიმართ ინტერესს იჩენენ

2013-11-07

მემცენარეობისა და მეცხოველეობის  საკითხებზე აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა, რომლებიც ორგანიზაციაში გაეროს პროგრამის ფარგლებში მუშაოებენ ხიხაძირისა და ზემლეთის თემებში მცხოვრებ ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს.  ფერმერთა დიდი ინტერესი კაკლის, მოცვისა და ვაზის ნერგებმა გამოიწვია, რომლებიც მათ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის...

ციტრუსის ხმობასთან დაკავშირებით ფერმერმა ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს თხოვნით მიმართა

2013-11-07

კახაბრის უბნის ტერიტორიაზე მდებარე ლუდსახარშ შპს “ბალლი“-ს მენეჯერმა ჰაიკ არამიანმა ნაკვეთზე გაშენებული ციტრუსის ბაღის ხმობის მიზეზის დასადგენად ბათუმის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურს მიმართა. მას 0,08 ჰა მიწის ფართობზე  60-მდე სამწლიანი ციტრუსის სხვადასხვა ჯიშის ხეები აქვს  გაშებული, რომელთა ნაწილსაც ხმობა აქვს დაწყებული. მცენარეების დათვალიერებისას...

აგროსერვის ცენტრი ლიტერატურას მებაღეობისა და მებოსტნეობის შესახებ ფერმერებს დაურიგებს

2013-11-06

ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით აგროსერვის ცენტრმა დაბეჭდა ლიტერატურა  მებოსტნეობისა და მებაღეობის შესახებ. წიგნები გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობითა და ევროკიმისიის დაფინანსებით („ENPARD აჭარა- სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“) გამოიცა. მათში განხილული ყველა ის პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობის საკითხები, რომლებიც...

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში ციტრუსის მიღებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო

2013-11-05

ბათუმის ცენტრალურ ბაზარზე ციტრუსის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები მოიხსნა. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო სპეციალური ადგილები სადაც შესაძლებელია ციტრუსის ჩაბარება. რეალიზატორების განცხადებით, სპეციალური ადგილების გამოყოფის შედეგად ციტრუსის მიმღები პუნქტები საჯარიმო სანქციებისგან განთავისუფლდნენ, რომელსაც მერიის ზედამხედველობის სამსახური...

აგროსერვის ცენტრი ფერმერებს საჩვენებელ ნაკვეთებს უწყობს

2013-11-04

აგროსერვის ცენტრმა დაიწყო სადემონსტრაციო ბაღების გაშენება მაღალმთიან აჭარაში. ENPARD Ajara-ის პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია ფერმერებს 150-300 მ2 მიწის ფართობზე მოცვისა და კაკლის პლანტაციებს უშენებს, სადაც თანამედროვე საირიგაციო სისტემების მონტაჟი და  ნიადაგის მულჩის ფირით დაფარვა იგეგმება.  მოცვისა და კაკლის ის ჯიშები, რომლებიც ფერმერთა საჩვენებელ...

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ლაბორატორიები მოინახულეს

2013-10-31

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა სსიპ “ტესტირებისა და სერტიფიკაციის ცენტრი” მოინახულეს და მის სტრუქტურასა და მუშაობის პირობებს გაეცნენ. ცენტრი ფართო პროფილის, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი  ლაბორატორიაა, სადაც  სასურსათო პროდუქციის გამოკვლევებს აწარმოებენ, მათ შორის შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ნარჩენების,...

« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 »