1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ციტრუსის მიმღები საწარმოები აგრძელებენ ციტრუსის ნაყოფის ექპორტს

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აგრძელებენ ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება-რეალიზაციის მონიტორინგს ციტრუსის გადამამუშავებელ და შემფუთავ საწარმოებში. ამჯერად, სპეციალისტებმა სოფელ განთიადისა და მახინჯაურის საწარმოები მოინახულეს. შპს „გლობალის“ საწარმოს ხელმძღვანელის ბატონ არჩილ კეკელიძის განმარტებით, ქარხანაში სეზონის დაწყებიდან დღემდე ფერმერებიდან შესყიდული და ექსპორტზე რეალიზებულია  1 100 ტონაზე მეტი მანდარინის ნაყოფი, ხოლო ადგილზე, ახალაშენებულ საწარმოში მიღებული და გადამუშავებულია 20 ტონა ციტრუსი. ნაყოფის დამხარისხებელი დანადგარზე ერთ საათში  15-18 ტონა მანდარინის გადამუშავება და დახარისხებაა შესაძლებელი.

რაც შეეხება მახინჯაურის შემფუთავ საწარმოს მასში მიღებული, დახარისხებული და ექსპორტზე გაგზავნილია 382 ტონა მანდარინის ნაყოფი და 175 ტონა ხურმა. ციტრუსოვანთა ნაყოფის ფერმერებიდან მიღება, გადამუშავება და რეალიზაცია ორივე საწარმოში ინტენსიურად მიმდინარეობს. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები აგრძელებენ ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოების მონიტორინგს.