1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სპეციალისტები აგრომომსახურების ბარათის მფლობელ ფერმერებს ხვდებიან

ხელვაჩაურის საინორმაცოი - საკონსულტაციო  განყოფილების  სპეციალისტები აგრძელებენ  შეხვედრებს,   აგრომომსახურების  ბარათის  მფლობელ  ფერმეთან.   მათ სოფელ ჭარნალში  ფერმერ ზურაბ კახიძის მეურნეობა მოინახულეს. ფერმერს რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარებული აქვს ციტრუსოვანთა ნარგავებში მავნებელ - დაავადებათა წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები. მიუხედავად  ამისა, სპეციალისტების მიერ  ზოგიერთ ნარგავზე აღმოჩენილი იქნა  ტკიპებისა და კოქციდების  მიერ   დაზიანებული კერები, რის გამოც სპეციალისტებმა ფერმერებს პროფილაქტიკური ღონისძიებების   მიზნით, მორიგი წამლობის ჩატარება ურჩიეს კერძოდ,  ინსექტო - აკარიციდებითა და ფუნგიციდების  კომბინირებული  ნაზავით,  ხოლო  ბოლო  წამლობა, ერთი  თვის  შემდეგ,  10 ოქტომბრამდე, მინერალური  ზეთის  ემულსიის, ინსექტიციდისა  და  ფუნგიციდის,  კომბინირებული  ნაზავით უნდა მოახდეს.