1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შეხვედრა სოფელ ყინჩაურის მოსახლეობასთან

 ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტები სოფელ ყინჩაურში  ფერმერებს შეხვდნენ და  მათ  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი  მიზნობრივი პროგრამები გააცნეს. კერძოდ, სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით  მოსალოდნელია ამოქმედდეს რძის საწური ,,სეფერატორებისა და ერბოს ამომღები მოწყობილობებით  ფერმერთა უზრუნველყოფა.  რისთვისაც ფერმერებმა განაცხადი საინფორმაციო საკონსულტაციო განყოფილებაში უნდა შეიტანონ. სპეციალისტებმა ფერმერებს სოფელ სხალთა-ხიხაძირის ზონაში მოქმედი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისა და ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისების შესახებაც ესაუბრნენ.  ორივე სერვისით სარგებლობა მსურველებს ნებისმიერ დროს, სახლიდან გაუსვლელად სპეციალისტების ადგილზე გამოძახებით შეუძლიათ. შეხვედრის დასასრულს ფერმერებს მემცენარეობასა და მეცხოველეობის შესახებ არსებული სახელმძღვანელო ბუკლეტები დაურიგდათ.