1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ჩაქვის სანერგეში ციტრუსის მყნობის პროცესი მიმდინარეობს

აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაში ნერგების წარმოება დაიწყო. უცხოეთიდან შემოტანილი (იაპონია, ჩინეთი, თურქეთი)  და  ჩაქვის სანერგეში გაადგილებული ნერგებიდან აღებული იქნა კალმები და მიმდინარეობს მყნობის პროცესი. დღეისათვის სანერგეში  4620 ძირი ციტრუსის ნერგია დამყნობილი. მათ შორის, საადრეო მანდარინის ტიახარა უნშიუ 2700 ძირი, საადრეო მანდარინი ადრეულა 550 ძირი , ოკიცუ ვასეს 210, მიხო ვასეს 240, ფორთოხალ ნაველინას 290 და ლიმონ მეიერის 630 ძირი ,აღნიშნული ჯიშები  გამოირჩევა   მაღალმოსავლიანობით, ყინვაგამძლეობითა და მწიფობის ადრეული პერიოდით. 2015 წელს კი  ფერმერები ნერგების შეძენას თვითღირებულების ფასად შეძლებენ.