1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შუახევის ((ჭალის) ტკბილი წიწაკა სარეალიზაციო ბაზარზე

შუახევის  მუნიციპალიტეტის  სოფლებიდან დაიწყო ტკბილი  წიწაკის  (ე.წ. ბულგარული  წიწაკის) მიწოდება სარეალიზაციო  ბაზარზე.  მიუხედავად  წლევანდელი  უამინდობისა  (გვალვების, შემდგომში ძლიერი წვიმის, სეტყვისა  და თანხლები ქარის  მიერ მიყენებული ზიანისა)  შუახეველმა  ფერმერებმა  უკვე  დაიწყეს  თავიანთი  მოსავლის  რეალიზაცია. მოწეული  მოსავლის პირველი პარტიები უკვე ბაზარზეა.   შუახევის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე მოინახულეს ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთები და გაეცნენ ცალკეულ სოფლებში დაავადებათა  მცირე კერებს რამაც მოსავლის კლება გამოიწვია. კონსულტანტებმა ფერმერებს არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით საჭირო რეკომენდაციები გაუწიეს.