1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სპეციალისტებმა სოფელ დანისპარაულში ფერმერული მეურნეობა მოინახულეს

ხულოს საინფორმაციო საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა სოფელ დანისპარაულის ტერიტორიაზე შერჩეული 4 ფერმერის ნუგზარ ხოზრევანიძის, ბადრი პაქსაძის, რამაზ პაპიძისა და თეიმურაზ მიქელაძის ფერმერული მეურნეობები მოინახულეს. სპეციალისტების თქმით კარტოფილისა და ბოსტნეულის ნარგავები კარგ მდგომარეობაშია,ხეხილის მსხმოიარობაც კარგია. სპეციალისტებმა ფერმერებს ურჩიეს კარტოფილის ჩახმობიდან 2 კვირის ვადაში მოახდინონ მოსავლის აღება,რათა შენარჩუნებული იქნას პროდუქციის სასაქონლე რაოდენობა ,ხოლო რაც შეეხება ბოსტნეულს, დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ფერმერებს სპეციალისტებმა ურჩიეს ბოსტნეულის შეწამვლა აწარმოონ ყოველ 8-9 დღეში ერთჯერ პრეპარატ ბორდოს ნარევის 1 %-იანი ხსნარით.  ფერმერებს ასევე დაურიგდათ აგროსერვის ცენტრის ყოველთვიური გაზეთი ,,გუთნეული“, მოცვისა და კაკლის კულტურების აგროტექნიკის სახელმძღვანელო ბუკლეტები.