1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სამინისტროში 2015 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში  2015 წელს განსახორციელებელი  მიზნობრივი პროგრამებისა და ქვეპროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა.  შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე უძღვებოდა. სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას აგროსერვის ცენტრის დირექტორი ბატონი გოჩა ბერიძე,  ამავე ორგანიზაციის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური, მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.  მათ მონაწილეობა მიიღეს 2015 წლის  მიზნობრივი პროგრამების განხილვაში.  პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო სამეურნეო ტექნიკით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველოფის, მემცენარეობისა და მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას. სამინისტროში მიმდინარე საქმიანობა, სამომავლო გეგმები  და პრიორიტეტები წარმოადგენდა შეხვედრის  მთავარ მიზანს, რომლითაც საზოგადოეაბა იქნა ინფორმირებული.