1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შეხვედრა ფერმერებთან კურორტ ,,ბეშუმში“

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტები კურორტ ,,ბეშუმში“  ფერმერებს შეხვდნენ და მათ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამები გააცნეს. სპეციალისტებმა ფერმერებს ,,ბეშუმში“ მოქმედი აგროსერვის ცენტრის ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისისა და ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისების შესახებაც ესაუბრნენ. გარდა ამისა აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამით გათვალისწინებული რძის საწური სეფერეტორებისა და სათიბი მოწყობილობების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.პროგრამით სარგებლობის მსურველებს განცხადების შეტანა აგროსერვის ცენტრში შეუძლიათ. შეხვედრის დასასრულს ფერმერებს მემცენარეობასა და მეცხოველეობის შესახებ არსებული სახელმძღვანელო ბუკლეტები და ყოველთვიური გაზეთი ,,გუთნეული“ დაურიგდათ.