1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ციტრუსის ფესტივალი 2017

პირველად საქართველოში დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით, ქ. ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა ციტრუსის ფესტივალი 2017.

ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალზე გამოვლინდნენ ღვაწლმოსილი მეციტრუსე აგრონომი, საუკეთესო ციტრუსის ბაღი და ახალგაზრდა მეციტრუსე ფერმერი ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ქ. ქობულეთის მერმა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა სიგელებით დააჯილდოვეს.

ღონისძიებაზე წარმოადგენილი იყო ციტრუსისაგან აწყობა სხვადასხვა სკულპტურებით, გასართობი და სპორტული თამაშები. ციტრუსისი ფესტივალი 2017- ი მონაწილეობას ღებულობდნენ რეგიონში მოქმედი კომპანიები და ფერმერები. ღონისძიებას საზეიმო განწყობას უქმნიდა ანსამბლი მაჭახელა და ანსამბლი მხედრული.