მოცვის კულტურით დაინტერესებულ ფერმერებს, სასწავლო ტრეინინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში მოცვის კულტურით დაინტერესებულ ფერმერებს, სასწავლო ტრეინინგი  ჩაუტარდათ. ტრენინგის თემები იყო ლურჯი მოცვის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე პრევენციული ღონისძიებების გატარება. ასევე აგროსერვის ცენტრის მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ფერმერებს ჩაუტარდათ პრაქტიკული სწავლება.

ტრეინინგს ესწრებოდნენ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე  ლევან ბოლქვაძე,  ორგანიზაცია მწვანე ოსტატის დირექტორი გიორგი კონცელიძე. ტრენინგი დღეს, შემაჯამებელი დისკუსიით დაიხურა. ფერმერებისათვის ტრეინინგი აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.