1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მუნიციპალიტეტებში სამექანიზაციო საშუალებების სერვის ცენტრები ამოქმედდება

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ აბულაძე და პროექტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე ქედაში მექანიზაციის საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში ჩაერთვნენ. ისინი ქედაში ფერმერებთან ყველა სახის  (როგორც მობილური ისე მცირე მექანიზაციის)  ტექნიკის გამოყენების პირობებსა და მუშაობის სპეციფიკას, ასევე ტექნიკის დაზიანებისა და ცვეთის მიზეზებს  გაეცნენ.

პროექტის, რომელიც აგროსერვის ცენტრის ინიციატივით „ენპარდ აჭარა“-ს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, საბოლოო მიზანს მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისული მომსახურების ცენტრების ამოქმედება წარმოადგენს, სადაც ფერმერებს დაზიანებული ტექნიკის შეკეთებისა და საჭირო ნაწილებით უზრუნველყოფის საშუალება მიეცემათ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს  მექანიზაციის საშუალებებს 2008 წლიდან თანადაფინანსებით გადასცემს, თუმცა აქამდე არც-ერთ რაიონში არ ფუნქციონირებს ტენიკის მომსახურების სერვის ცენტრები.

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში, რომელშიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რომან მარგალიტაძეა ჩართული აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში  ტექნიკის ინვენტარიზაცია და კვლევა მიმდინარეობს. მიღებული მონაცემების შედეგად დამუშავდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვის ცენტრების რაციონალური განლაგების დასაბუთებული მეთოდიკა, შეირჩევა სერვისული ობიექტების სახე და ოპტიმალური ფორმები, ასევე განისაზღვრება კონკრეტულ რაიონში სერვისული საწარმოების რაოდენობა და სხვა. პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.