1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის ხილის საშრობ მინი-საწარმოში მოცვი გააშრეს

აგროსერვის ცენტრის ხილის გაშრობის სერვისით ცეცხლაურის მოცვის სანერგე მეურნეობამ ისარგებლა. აგროსერვის ცენტრმა სანერგეს მენეჯერს ხილის საშრობ მინი-საწარმოში  30კგ მოცვი გაუშრო.

„მოცვის სანერგედან მოცვის პირველი პარტია მოგვიტანეს გასაშრობად, თუმცა იგეგმება უფრო დიდი რაოდენობის მოცვის ნედლეულის შემოტანა და გაშრობაც,“ განაცხადა აგროსერვის ცენტრის ინჟინერ-ტექოლოგმა ინგა გაფრინდაშვილმა.

მოცვის გარდა, აგროსერვის ცენტრის ხილის საშრობში ვაშლის, ხურმისა და ქლიავის ჩირის დამზადებაცაა შესაძლებელი. 1 კილოგრამი ხილის ჩირის ფასი გასაშრობი ხილის მიხედვით 38-60 თეთრამდე მერყეობს. სურვილის შემთხვევაში ორგანიზაცია ფერმერს ხილის ჩირის შეფუთვის სერვისაც სთავაზობს.