1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ცოფსა და მასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

„აგროსერვის ცენტრი“-ს ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ცოფის პრევენციასა და მასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს.  შეხვედრის მიზანი აჭარაში ცოფის ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ მოსახლეობისა და სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ინფორმირება იყო.

გარდა ამისა, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ვეტერინარმა გიორგი კალანდაძემ სტუმრებს პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა შესთავაზა. მათ შორისაა საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, ქალაქის ფარგლებში მიუსაფარ ცხოველთათვის თავშესაფრის აშენება, თავშესაფრში მოხვედრილი ცხოველების გამოკვლევა ცოფზე, ქალაქში არსებული ცხოველების მასობრივი იმუნიზაციის პროგრამის ამუშავება და  შობადობის კონტროლის დამყარება. პრეზენტაცია დემოკრატიის ჩართულობის ცენტრის ოფისში გაიმართა. მას  სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.