1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტებმა მწყერის ფერმა მოინახულეს

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები მწყერის ფერმაში იმყოფებოდნენ. ფერმა, რომელიც ინდ. მეწარმე ნათელა ბეჟანიძეს ეკუთვნის ბათუმში, აეროპორტის უბანში მდებარეობს და მასში თვეში საშუალოდ 2000-დან 3000-მდე მწყერს აწარმოებენ. ფერმერმა საოჯახო ბიზნესი 3 წლის წინ ხოხბების წარმოებით დაიწყო, თუმცა 1 წლის შემდეგ ბიზნესის წარუმატებლობის გამო მწყერის წარმოებაზე გადავიდა. როგორც თავად აცხადებს, მწყერის წარმოება ნაკლებ დანახარჯსა და ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ფრინველი თავისუფალია ინფექციური და ვირუსული დაავადებით დასნებოვნების რისკისგან. თუმცა პრობლემაა პროდუქციის რეალიზაცია. რაც თავს განსაკუთრებით ზამთარსა და გაზაფხულზე იჩენს. პრობლემის მოგვარების შემთხვევაში ფერმერს წარმოების სამჯერ გაზრდის საშუალება აქვს.  გარდა რელიზაციისა ფერმერს აქვს გათბობისა და ვინტილაციის სისტემების მონტაჟის პრობლემაც.

„აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტებმა ფერმერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამები, ასევე „აგროსერვის ცენტრ“-ში მოქმედი მცირე მეწარმეთა დახმარების პროგრამა გააცნეს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებაც აღუთქვეს.