1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურმა ვარდების სათბური მოინახულა

ბათუმის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურმა ბათუმში, სამრეწველო უბანში მდებარე ვარდების სათბური მოინახულა. სათბური საკარმიდამო ნაკვეთზეა განთავსებული და მისი ფართობი დაახლოებით 400 მ2–ს შეადგენს. სათბურში  სხვადასხვა სახეობის ვარდი მოყავთ, რომელთა შორის ზოგი არასარეალიზაციო ჯიშია. მათზე  მფლობელი დაკვირვებას აწარმოებს, თუ რამდენად მოთხოვნადი პროდუქცია იქნება  ბაზარზე სამომავლოდ.

სათბური დაახლოებით 5 წელია რაც არსებობს. ის საოჯახო ბიზნესის ერთ–ერთი სახეა და ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს. სათბურის საქმიანობაში ჩართულია ოჯახის ყველა წევრი, რაც საოჯახო ბიუჯეტის ფორმირების არც თუ ცუდ წყაროს წარმოადგენს. სათბურში წელიწადში დაახლოებით 3000–დან 6000–მდე ვარდი გამოყავთ და მათ რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ. ვარდის  ფასი ბაზარზე სეზონის მიხედვით. 1 ლარიდან 3 ლარამდე მერყეობს.  

ფერმერი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს მსგავსი პროფილის ფერმერებთან. ის თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სურვილს გამოთქვამს ჩაერთოს სამინისტროს სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამებშიც. კერძოდ, სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის ქვეპროგრამაში.

            ვარდების სათბურის, როგორც ბიზნესის სტაბილურობისა და რენტაბელურობის ფაქტორის გამო, ფერმერს სურვილი აქვს გააფართოვოს, როგორც ვარდების ჯიშების რიცხვი, ასევე ბაზრის არეალი, რასაც ვარდზე მოთხოვნის ზრდით ხსნის.