1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

გოჩა ბერიძე საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სამსახურების ორთვიანი მუშაობის პერიოდი და ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები მიმოიხილეს.

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრ“-ში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები 2013 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა. ისინი აჭარის რეგიონის  მუნიციპალიტეტბსა და ბათუმშია განთავსებული. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მიზანია ფერმერების ინფორმირება რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმიდინარე პროექტებზე, ასევე  უფასო კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები  აგრონომებით, ვეტერინარებით, აგრო-ინჟინრებითა და ფინანსიტებითაა დაკომპექტებული. ისინი შეხვედრებს მოსახლეობასთან კვირაში ორჯერ მართავენ.

„თქვენი მთავარი მიზანი ფერმერების დახმარება და ინფორმირება,“ განაცხადა გოჩა ბერიძემ და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს ფერმერებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე მოსახლეობაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზეც იმჯელეს.  დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც.