გოჩა ბერიძე საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სამსახურების ორთვიანი მუშაობის პერიოდი და ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები მიმოიხილეს.
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრ“-ში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები 2013 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა. ისინი აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტბსა და ბათუმშია განთავსებული. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მიზანია ფერმერების ინფორმირება რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმიდინარე პროექტებზე, ასევე უფასო კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები აგრონომებით, ვეტერინარებით, აგრო-ინჟინრებითა და ფინანსიტებითაა დაკომპექტებული. ისინი შეხვედრებს მოსახლეობასთან კვირაში ორჯერ მართავენ.
„თქვენი მთავარი მიზანი ფერმერების დახმარება და ინფორმირება,“ განაცხადა გოჩა ბერიძემ და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს ფერმერებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე მოსახლეობაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზეც იმჯელეს. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც.