1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ნერგის წარმოება

აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ ,,აგროსერვის ცენტრი"-ს გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში 2016 წელს წარმოებული იქნა 19763 ძირი ვაზის ნერგი, მათ შორის 5460 ძირი-ცოლიკოური, 7235 ძირი ციცქა, 3130 ძირი კრახუნა, 1440 ძირი ჩხავერი და 680 ოჯალეშის ჯიშის ნერგები და სხვადასხვა სასუფრე ჯიშები 1818 ძირი. ამჟამად სარეალიზაციოდ დარჩენილია ვაზის ორ წლიანი ნერგი-ციცქა-1284 ძირი და კრახუნა 664 ძირი- ფასი 2ლარი
ვაშლი "სინაპი"- 21 ძირი, რუბინოლა - 481 ძირი-ფასი 4 ლარი

2017 წლის გაზაფხულზე მაისის მეორე დეკადიდან მზად არის 15 070 ძირი საღვინე და სასუფრე ვაზის მწვანე ნერგები, კონტეინერებით. მათგან: ჩხავერი-4713: კარდინალი-2400; ოჯალეში-1765; ცოლიკოური-3770;         იტალია-728; საბას მარგალიტი-310; საწური-478; პრიმა-396; სულთანინი- 210; ალადასტური- 225;  ქაქუთურა-75

2017 წლის შემოდგომისათვის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში სარეალიზაციოდ მზად იქნება 13000 ძირი სხვადასხვა ციტრუსოვანთა ნამყენი ნერგები: მანდარინი-10500, ლიმონი-1000, ფორთოხალი-1500

2018წლისთვის ხეხილოვნების ნერგებს ვაწარმოებთ 5000 ძირს . აქედან  ძირითადად იქნება ვაშლის-1500 ნერგი: გოლდენ რაში,  შამპანური რენეტი,  ფუჯი კიკო ,  ფორლეიდი, სინაპი , კეხურა და ბალის-200 ნერგი .

საკონტაქტო ტელ: +995 599 89 89 70 გიორგი სირაბიძე