1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის მიზნობრივი პროგრამების საჯარო განხილვა...

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  გამართა 2013 წლის მიზნობრივი პროგრამების საჯარო განხილვა.  შეხვედრას უძღვებოდა აჭარის  სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, აჭარის  უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის წევრები, აგრარულ სფეროში მომუშავე მეცნიერები, ფერმერები, მეწარმეები, მუნიციპალიტეტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა: საზოგადოების  ინფორმირება სამინისტროს მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო ხედვის შესახებ; სამინისტროს ნების დემონსტრირება უფრო გამჭვირვალე გახადოს საკუთარი საქმიანობა; დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანობის   კოორდინაციის მექანიზმის შექმნით უზრუნველყოს მათი აქტიური ჩართულობა აგრარულ სფეროში. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს: 2013 წლის მიზნობრივი პროგრამები, რეგიონში აგრარული სფეროს პრიორიტეტები და განვითარების პოტენციალი, აგრეთვე აგრარულ სფეროში არსებული საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის ფარგლებში (რომელიც ითვალსიწინებს  სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი ფონდის დაფინანსებით 60 ახალი საწარმოს ამოქმედებას) რეგიონში განსახორციელებელი აქტივობების ძირითადი მიმართულებები. გაიმართა დისკუსია კითხვა პასუხის რეჟიმში. ,,დღევანდელ შეხვედრას რამდენიმე მიზანი ჰქონდა, საზოგადოებას წარვუდგინეთ 2013 წლის პროგრამები, გავაცანით ინფორმაცია სფეროში არსებული მდგომარეობის, გეგმების და პრიორიტეტების შესახებ. მოვისმინეთ მათი შეფასებები და შეხედულებები. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდანაც გამოითქვა ინიციატივა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ჩვენს სამინისტროსთან და ამ თანამშრომლობას გარკვეული ინისტიტუციონალური ფორმა მიეცეს. მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბების სახით გამოითქვა რამდენიმე საინტერესო იდეა  აგრარული სფეროს განვითარების თაობაზე. მსგავსი შეხვედრები ტრადიციული გახდება, რომ ჩვენი საქმიანობა ღია და გამჭვირვალე იყოს და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს საშუალება ქონდეთ, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, ჩაერთონ ჩვენს საქმიანობაში’’– განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ.