" მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა " - ქვეპროგრამაში ჩართივს მიზნით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე 551979009

ფერმერთა სწავლება–კონსულტირების პროგრამა გრძელდება...

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა მორიგი შეხვედრა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე ფერმერთა სწავლება–კონსულტირების განხრით.

წარმოდგენილი თემები:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო ტექნიკა და ტექნიკური საშუალებანი;

ცხოველთა და ადამიანთა ერთობლივი გადამდები ინფექციური დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდები;

ჩაის, ციტრუსოვანთა კულტურებისა და კივის (აქტინიდია) ინტროდუცირებული და ადგილობრივი ჯიშების სამრეწველო დანიშნულება და მათი სარგავი მასალის წარმოების პერსპექტივა;

ციტრუსოვნებისა და ხეხილის ბაღებში ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით სანიტარული ღონისძიებებისა და ბრძოლის ქიმიური მეთოდის გამოყენების შესახებ;

ციტრუსის ნაყოფისა და ხილ–კენკროვნების კრეფის, დაფასოებისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების საკითხების განხილვა „აგროსერვის ცენტრის“ ნაყოფის გადამუშავების კონსოლიდირებული საწარმოს მაგალითიზე (გეგმები პერსპექტივა და სერვისი).