1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში სათბურ-იზოლატორები (სქრინჰაუსი) მოეწყო /“Screenhouses have been constructed and equipped at Chakvi Citrus Nursery of Agroservice Centre”

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში სათბურ-იზოლატორები (სქრინჰაუსი) მოეწყო.

პროექტი განხორციელდა საქართველოში იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP)“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია აჭარაში ციტრუსოვანთა მაღალხარისხიანი ნერგების წარმოება.

მაღალხარისხიანი ციტრუსის ნერგების წარმოება ხელს შეუწყობს აჭარის ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურის განვითარებას და ციტრუსოვანთა ბაღების განახლებას.

Screenhouses for mother citrus plants have been constructed at Chakvi Citrus Nursery of the Agroservice Centre of the Ministry of Agriculture of Ajara. The project has been implemented within Grassroots Human Security Grant Program (GGP) of the Embassy of Japan. The aim of the project is to produce high quality citrus saplings, which will facilitate the renewal of citrus orchards and development of main agricultural sector of Ajara.