1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შეხვედრა მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.

„განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები“ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციის მიზნით ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე, გაეროს განვითარების პროგრამის „განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემების მედეგობის გაძლიერებისთვის“ პროექტის მენეჯერი ირაკლი გორაძე და  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე,  მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მაცხოვრებლებს შეხვდენენ.

იაპონიის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე აგროსერვის ცენტრი ,,განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემების მედეგობის გაძლიერებისთვის’’ პროექტის ფარგლებში, „განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები“  საგრანტო პროგრმას ახორციელებს.
პროგრამა ხორციელდება მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაში შემავალ სოფლებში.
მზის ელექტრო ფოტოვოლტური სისტემისა და მზის წყლის გამაცხელებლის მთლიანი ღირებულების 90% დაფინანსებას უზრუნველყოფს საგრანტო პროგრამა.
ბენეფიციარის თანამონაწილეობა შეადგენს განაცხადის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10 %.
გრანტის მოცულობა მზის წყლის გამაცხელებლზე შეადგენს არაუმეტეს 2460 ლარს, ხოლო მზის ელექტრო( ფოტოვოლტურ ) სისტემაზე არაუმეტეს 7420 ლარს.
(წყლის გამაცხელებელი - მოცულობა მინიმუმ 200 ლიტრი. მზის ელექტრო ფოტოვოლტური სისტემის სიმძლავრე - მინიმუმ 2,7 კილოვატი).
პროგრამაში ჩართვის მიზნით განაცხადები მიიღება 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
მის: ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, ბათუმი, გოგებაშვილის 46ა
მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა, ხელვაჩაური, სოფ. აჭარისაღმართი,
ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით agroservice.centre@yahoo.com
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ვებ გვერდზე
AGROSC.GE
ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0422 276465