აგროსერვის ცენტრში ციტრუსის ნერგების რეალიზაცია დაიწყო
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში, ციტრუსის ნერგების რეალიზაცია დაიწყო.
აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე ნერგების რეალიზაციის პროცესს მოადგილეებთან, მირზა სუქნიშვილთან და იოსებ აბულაძესთან ერთად დაესწრო.
აგროსერვის ცენტრში წარმოებულია და სარეალიზაციოდ მზად არის მანდარინის, ლიმნის, ფორთოხლის და გრეიფრუტის სხვადასხვა ჯიშის მაღალხარისხიანი ნერგები.
ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობის აგრონომები ნერგების შეძენით დაინტერესებულ ფერმერებს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას ციტრუსის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებით.