1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობებში მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო

 

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ მოადგილეებთან, აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, იოსებ აბულაძესთან და დირექტორის მოადგილეებთან, მირზა სუქნიშვილთან და ლერი ტუნაძესთან ერთად, აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა.

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული, რომელიც უცხოეთიდანაა შემოტანილი.

ასევე, მინისტრმა მოინახულა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობა, სადაც 5 ჰა ფართობზე 32-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშია გაშენებული.

სანერგე მეურნეობაში დაგეგმილია უძველესი ყურძნის ჯიშების გაშენება. მიმდინარე წელს აგროსერვის ცენტრმა ადგილზე აწარმოა 28 000 ძირი სასუფრე და საღვინე ვაზის ნერგი.

ზაზა შავაძემ დაათვალიერა ხეხილის სანერგე მეურნეობა და ღვინის სახლი.

ღვინის სახლში განთავსებულია რეწვის ნიმუშები, საგამოფენო დარბაზი და ეთნოგრაფიული კუთხე.

ღვინის სახლში მოქმედებს საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებული პირები ეცნობიან ინფორმაციას აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ. ღვინის სახლში ფერმერებს, მეწარმეებს, უტარდებათ სწავლება-კონსულტირება ღვინის დაყენების და წარმოების ტექნოლოგიაში.