მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა

🇬🇪 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი

„მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“

 პროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერები, რომლებიც პროგრამის პირობებს დააკმაყოფილებენ მიიღებენ არნაკლებ 5  და არაუმეტეს 30 ფუტრკის ოჯახს, ხოლო კოოპერატივები არაუმეტეს 50 ფუტკრის ოჯახს.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მეფუტკრე ფერმერებს უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 სკა, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებების გამო ფუტკრის ოჯახების 50 %  დაეღუპათ.
 

ერთი ფუტკრის ოჯახის შესაძენად აგროსერვის ცენტრის მიერ გასაცემი სუბსიდია შეადგენს 80 ლარს.
 

განცხადებების მიღება იწარმოებს აგროსერვის ცენტრში, 2022 წლის 1 აპრილამდე.