1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოში გოჩა ბერიძემ აგროსერვის ცენტრის 2020-2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინაა

🇬🇪 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)აიპ აგროსერვის ცნეტრი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ 2020 წელს გაწეული და 2021 წლის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ  ინფორმაცია მოისმინეს აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოში აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის - გოჩა ბერიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა ცნობად მიიღო.