აჭარაში ნიადაგის უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა წარმატებით განხორციელდა

 

აჭარის ა.რ. სოფლის მეუნრეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი

ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უსასყიდლოდ დამუშავება წარმატებით განხორციელდა.

მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში აჭარაში დამუშავდა 2200 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, თენგიზ ირემაძე, ზაზა დიასამიძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე "ნიადაგის უსასყიდლოდ დამუშავება" პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო შტაბის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გაწეული საქმიანაობისათვის მადლობა გადაუხადეს.

ნიადაგის უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა აგროსერვის ცენტრის მიერ აგროვადების დაცვით განხორციელდა.