1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

"სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა". აგროსერვის ცენტრი საგრანტო პროგრამას ახორციელებს

🇬🇪 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო
✅ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
✅ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
✅ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
✅ პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისთვის ხელის შეწყობა.
✅ პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 000 000 ლარს.
✅ აგროსერვის ცენტრი ბენეფიციარებს, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70 % -ს უფინანსებს.
✅ პრეზენტაციის მსვლელობისას ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ბენეფიციარები დააჯილდოვა.
✅”სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამის პრიორიტეტები: ინოვაციური პროექტები, ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტები, ქალბატონების მიერ წარმოდგენილი პროექტები, სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილებიბს ღონისძიებების ხელშეწყობით გათვალისწინებული პროექტები. ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენების პროექტები.