აგროსერვის ცენტრში ვაზის რეალიზაცია დაიწყო.

🇬🇪 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.

 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრში ვაზის ნერგების რეალიზაცია დაიწყო.
გაყიდვების პროცესს აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე დაესწრნენ.
 მიმდინარე წელს აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში სარეალიზაციოდ წარმოებულია 40000 ვაზის ნერგი.
 საღვინე ვაზის ჯიშებიდან სარეალიზაციოდ წარმოდგენილია: ჩხავერი, ცოლიკოური, ოჯალეში, ალექსანდროული, უსახელოური.
სასუფრე ჯიშები: პრიმა, იტალია, კარდინალი .
ვაზის ნერგის ღირებულება 3 ლარი.
 ვაზის ნერგების შეძენა შესაძლებელია გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე 10:00 -დან 16:00 საათამდე.