1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრმა ა(ა)იპ ეკონომიკური განვითარების და ინოვაციების ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა.

მესამე საერთაშორისო კონფერენცია „ახალი შესაძლებლობები რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის“ ლანჩხუთში, ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულმა პირებმა, ბიზნესმენებმა, არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კონფერენციის ორგანიზატორი ა(ა)იპ ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი გელა ზოიძე გახლდათ.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე, მერის პირველი მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილი, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის დასასრულს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ეკონომიკური განვითარების და ინოვაციების ცენტრის დირექტორმა გელა ზოიძემ ურთიერთთანამშორომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 ურთიერთანამშრომლობის მიზანი არის გააძლიეროს კავშირები და ურთიერთობები აჭარისა და გურიის რეგიონში მოქმედ სოფლის მეურნეობაში ჩართულ ბიზნეს-სუბიექტებს შორის. ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და გაძლიერებას, იყოს შუამავალი სახელმწიფო სტრუქტურებსა და ბიზნესმენებს შორის, დაიცვას მათი ბიზნეს ინტერესები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

☑️ მხარეები ითანამშრომლებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემდეგი მიმართულებით:
მოახდინონ ბიზნეს-ინფორმაციის გაცვლები, რაც უშუალოდ მოქმედებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

☑️ შეისწავლონ ტრანსპარენტულობის გაზრდის შესაძლებლობები, რომელიც ეხება რეგიონში მოქმედ სოფლის მეურნეობაში ჩართულ სუბიექტებს შორის.

☑️ ხელი შეუწყონ რეგიონში მოქმედი კომპანიების გამოცდილების გაზიარებას ერთმანეთში, რომლებიც მხარეთა ორგანიზაციის წევრები და მათ არეალში მყოფი ბიზნეს-რეზიდენტები არიან

☑️ გაუწიონ კონსულტაციები ბიზნეს სუბიექტებს კონკრეტული პროგრამიდან გამომდინარე, მათთვის მისაღები შედეგების მისაღწევად, მხარეთა კომპენტეციისა და უფლებამოსილების ფარგლებში.
☑️ შეიმუშაონ რეკომენდაციები რეგიონში არსებულ საქმიან წრეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, მათ შორის ფერმერთა ბიზნეს-გაერთიანებებისა და ასოციაციების მიმართ, არსებული მემორანდუმის პრინციპებიდან გამომდინარე.
☑️ ხელი შეუწყონ მხარეთა რეგიონებში წარმოებული სამრეწველო და სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას, მათ შორის ადგილობრივი ნაწარმის გამოფენის მოწყობასა და ჩატარებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიის და გურიის რეგიონის ტერიტორიის ფარგლებში.
☑️ გაუწიონ ორგანიზაცია ერთობლივი ბიზნეს-ფორუმებისა და სხვადასხვა საქმიანი ღონისძიებების ჩატარებას როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე გურიის რეგიონის ტერიტორიის ფარგლებში.
☑️ ხელი შეუწყონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და გურიის რეგიონის ტერიტორიის ფარგლებში, რეგიონის მუნიციპალიტეტების პარტნიორ და დამეგობრებულ საზღვარგარეთის ქალაქებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.